LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორმალური დაკითხვაა, არანაირი რეაგირება არ მოჰყვება, საკუთარ თავებს არ დაიჭერენ“ – სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სოსო გოგაშვილის ცოლი გამოკითხა

86
თეა მარტყოფლიშვილი

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი გამოიკითხა.

თეა მარტყოფლიშვილის განცხადებით, გამოძიებას აინტერესებდა, თუ როგორ ამოიცნო შალვა ბედოიძე.

„გამომძიებელმა დამისვა კითხვები თუ როგორ ამოვიცანი შალვა ბედოიძე და მას მე ყველა დეტალი ავუხსენი, ავუხსენი როგორ აღვიდგინე შალვა ბედოიძე. ვიძახი ყოველთვის, რომ ეს არის ფორმალური დაკითხვა და ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყვება იმიტომ, რომ ისინი საკუთარ თავებს არ დაიჭერენ. ამიტომ ვაგრძელებთ ჩვენ სტრასბურგში ბრძოლას, რომ იქ დავამტკიცოთ ჩვენი უდანაშაულობა“, – განაცხადა თეა მარტყოფლიშვილმა.

 

ფოტო: ინტერპრესნიუსი