მეორე მშობიარობის შემდეგ, კიმ კარდაშიანი მთელი მონდომებით ცდილობს ძველი ფორმის დაბრუნებას. ვარსკვლავმა რამდენიმე თვეში შეძლო ვიზუალის დაბრუნება, თუმცა ყველაფერი რამდენიმე თვის წინ ქსელში მოხვედრილმა ფოტოებმა „გააფუჭა“: კიმი სანაპიროზე პაპარაცებმა გადაიღეს, კადრებზე კარგად ჩანდა მისი ცელულიტიანი სხეული. ამ ფაქტმა მისი თაყვანისმცემლები აღაშფოთა და კიმი ფოტოშოპის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.
ამ დღეებში, მისის უესტი კვლავ ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა, თუმცა ამჯერად სუფთა ჰაერზე ვარჯიშის დროს. საათნახევრის განმავლობაში კიმი მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ საკმაოდ მონდომებული ვარჯიშობდა.
როგორც ჩანს, კიმი აქტიურად ცდილობს ძველი დიდების დაბრუნებას, მითუმეტეს, რომ უახლოეს მომავალში ის მესამე შვილის დედა გახდება. მან და მისმა მეუღლემ სუროგატ დედასთან ოფიციალური კონტრაქტი უკვე გააფორმეს.