LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორმულა–1–ის“ ბოლიდი კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება

120
pirellinewsss

საერთაშორისო საავტომობილო ფედრაცია და Sotheby’s აუქციონის სახლი COVID-19–ის წინააღდმეგ გაერთიანდა და საქველმოქმედო ონლაინ–აუქციონს ჩაატარებს. გაიყიდება მრბოლელის სპეც–ფორმა, ასევე Toyota–ს ბოლო ბოლიდი, რომელიც ჩემპიონატისთვის შეიქმნა.

ბოლიდი Toyota TF109-01 სინამდვილეში ჩემპიონატზე არასდროს გამოსულა. ავტომობილი 2009 წლის სეზონის სატესტო ცდებისთვის გამოიყენებოდა, თუმცა იაპონური ბრენდი ამის შემდეგ ფორმულა–1–ზე აღარც გამოსულა.

ავტომობილი კომპანია Pirelli–ს გადაეცა, რათა საბურავების გამოცდისთვის გამოეყენებინა. სწორედ ამიტომ, ბოლიდს იტალიური ლოგოტიპი დაამატეს.

ავტომობილი, რომლის გარბენიც 30 ათასი კილომეტრია, 2,4 ლიტრის V8 ძრავითაა აღჭურვილი და 700 ცხენის ძალას ავითარებს.

გარდა ბოლიდისა, აუქციონზე ფორმულა–1–ის ექვსგზის ჩემპიონის ლუის ჰემილტონის კომბინიზონიც გაიყიდება. ასევე, მსურველებს „ფერარი“ საშუალებას მისცემს რომ ერთი დღე პროფესიონალ სიმულატორში გაატარონ.

საქველმოქმედო ვაჭრობა 15–დან 22 ივნისამდე გაგრძელდება და შემოსული თანხა მთლიანად პანდემიასთან ბრძოლის ფონდში გადაირიცხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g