ამერიკული სტარტაპი Ryn Motors მუშაობს უჩვეულო სპორტქარზე, რომელიც ვიზუალურად Formula 1-ის ბოლიდის შემცირებულ ვერსიას ჰგავს. მოდელს Ryn Motors FP3 ეწოდება და მას სუპერ მოტოციკლეტის ძრავით აღჭურავენ.
მიუხედავად ექსტრემალური დიზაინისა, ავტომობილის სერტიფიცირება საჯარო გზებისთვის იგეგმება საკმაოდ უცნაური გადაწყვეტის წყალობით – უკანა ღერძზე მხოლოდ ერთი ბორბალი იქნება.
კომპანია გეგმავს FP3-ის ბაზის ვერსიის გაყიდვას, როგორც ტრიციკლის, რაც მას უფრო მარტივ რეგულაციებში მოაქცევს. ამავე დროს, მყიდველებს შეეძლებათ მოგვიანებით დამატებითი თანხის გადახდით მონობორბალი სრულფასოვან ორ ბორბლიან ღერძზე შეცვალონ.

კომპოზიტური მასალებისგან დამზადებული კორპუსი ავტომობილის წონას დაახლოებით ნახევარ ტონაზე ოდნავ მეტს ტოვებს. ამასთან, აეროდინამიკური ელემენტები დაახლოებით 320 კილოგრამის ძალას ქმნის.

ძრავად გამოყენებულია Suzuki Hayabusa-ს 1340 კუბიანი აგრეგატი. საბაზისო ვერსიაში ის 210 ცხენის ძალას გამოიმუშავებს (10 500 ბრუნამდე), ხოლო გაძლიერებულ ვარიანტში – 290 ცხენის ძალას. ორივე მოდიფიკაცია ექვსსაფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს და 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3 წამზე ნაკლებ დროში შეძლებს.

სპორტქარის საწყისი ფასი დაახლოებით 78 500 დოლარია, ხოლო პირველი სერიული ავტომობილების მიწოდება მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება.