LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორმულა 1–ის პილოტი რარიტეტულ Porsche–ს ყიდის

124
prhcenews23232

ფორმულა ერთის მოქმედი სპორტსმენი კევინ მაგნუსენი უნიკალურ სპორტქარს ყიდის. დანიელ მრბოლელს ერთი–ერთი ყველაზე პირველი 911 აქვს და 300 ძალის სპორტქარს 42 წლის განმავლობაში 122 ათასი კმ. აქვს გავლილი. თავად მაგნუსენი რარიტეტულ „პორშეს“ ხშირად არ იყენებდა და მის ანგარიშზე მხოლოდ 3000 კმ–ია.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, Porsche 911 Turbo მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე სწრაფ სპორტქარად ითვლება. კუპეს დინამიკაც საკმაოდ შთამბეჭდავია, ავტომობილს 260 კმ/სთ–მდე გახურება შეუძლია.

მრბოლელის ავტომობილის ისტორია თავდაპირველად ევროპაში დაიწყო და თავიდან 911–ის მფლობელი გერმანელი იყო. შემდეგ Porsche შტატებში გასხვისდა და ტეხასში და არიზონაში გადაადგილდებოდა. 2013 წელს კუპე დანიაში გადავიდა, სადაც ახალმა მფლობელმა ის მთლიანად განაახლა. ავტომობილს მოყვება ორიგინალი დოკუმენტაცია, სადაც ეს ყველაფერი ოფიციალურადაა დადასტურებული.

სპორტქარის საწყისი ღირებულება 155 ათასი ევრო იქნება, რაც საკმაოდ მაღალი ფასია. შედარებისთვის, გერმანიაში ამ ფასად სულ ახალი Porsche 911 Carrera 4S–ის ყიდვაა შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები