LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფორმულა 1” ვიეტნამში გაიმართება

formula1

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომოვლენის კალენდარში ახალი პუნქტი –  ვიეტნამი გაჩნდა. ის 2020 წლის ჩემპიონატის ნაწილად იქცევა და რბოლა ჰანოის გარეუბანში გაიმართება. 5565 მეტრის სიგრძის ტრეკს რომელსაც 22 მოსახვევი ექნება, ცოტა ხნის წინ აშენებულ რიონში გააკეთებენ. ტრასაზე 1,5 კილომეტრიანი მონაკვეთი მოსახვევის გარეშე იქნება გაკეთებული, რაც ფორმულას პილოტებს მინიმუმ 335 კმ/სთ–ის განვითარების საშუალებას მისცემს. მომავალი მაგისტრალის ზოგიერთი ნაწილი ფორმულა–1-ის სხვა ტრეკებს გავს. მაგალითად, პირველი ორი მოსახვევისგან შემდგარი მონაკვეთი ზუსტად ნიურბურგრინგიდანაა აღებული.

როგორც “ფორმულა 1”-ის პრეზიდენტმა განაცხადა, მათ გადაწყვიტეს რომ არსებული გზებიც აეთვისებინათ და ტრასის მშენებლობა მხოლოდ მათი სრულყოფისთვის გახდა საჭირო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები