LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ფორმულა ერთი” შესაძლოა მაყურებლის გარეშე ჩატარდეს

219
ფორმულა-ერთი

,,ფორმულა ერთის” სპორტულმა დირექტორმა როს ბრაუნმა 2020 წლის სეზონის ჩატარებაზე ისაუბრა. ხელმძღვანელობას ჩემპიონატის გადადება არ სურს და ყველა იმ ვარიანტს განიხილავს, რომელშიც მონაწილეთა უსაფრთხოება ბოლომდე დაცული იქნება.

როსი ფიქრობს, რომ 2020 წლის სეზონი ცარიელი ტრიბუნებით უნდა ჩატარდეს. ასევე მოსაგვარებელია ჩარტერული რეისების საკითხი, რათა მონაწილე გუნდები და ორგანიზატორები ლოკაციამდე უსაფრთხოდ მივიდნენ. მართალია, მაყურებლის გარეშე ჩატარებული რბოლა არც ისე კარგი იდეაა, თუმცა სულ არაფერს მაინც ჯობს.

გარდა ამისა, განიხილება გრან–პრის მაქსიმალურად შემცირება და 2 დღიან რეჟიმში ჩატარება. ეს ფაქტი გუნდებს ერთი ეტაპიდან მეორემდე მოსამზადებლად მეტ დროს მისცემს.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ,,ფორმულა ერთის” გუნდი ოქტომბრამდე გაირკვევა, მანამდე კი ორგანიზატორები მოვლენების განვითარებას დააკვირდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g