LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორსაჟი მულტისერიალი გახდება

214

სტრიმინგულმა ვიდეოსერვისმა Netflix გადაწყვიტა ანიმაციური ფილმების სერია გამოუშვას, რომლებიც „ფორსაჟის“ მოტივებზე იქნება გადაღებული. მულტფილმის სიუჟეტის ხაზი ძირითად ფრანშიზასთან დაკავშირებული არ იქნება. ის იმ მოზარდებზე მოუთხრობს მაყურებელს, რომლებიც ელიტურ სარბოლო ლიგას ამოფარებულ დამნაშავეთა ორგანიზაციას ებრძვიან.

სერიალის ცენტრალური გმირი ტონი ტორეტო იქნება – დომინიკის ბიძაშვილი. ფილმში მის როლს ვინ დიზელი ასრულებს.

სერიის აღმასრულებელი პროდიუსერები ტიმ ჰედრიკი და ბრეტ ჰაალანდი იქნებიან, მსახიობი კი ვინ დიზელი.

გარდა ძირითადი ფილმისა, „ფორსაჟი“ ცოცხალ შოუს Fast & Furious Live-საც მოიცავს. შოუში ფილმებიდან ზოგიერთი ტრიუკის აღდგენა და უნიკალური კინო ავტომობილების ჩვენება ხდება.

„ფორსაჟის“ მეცხრე ნაწილი 2020 წლის 10 აპრილს გამოვა. მერვე ნაწილმა კი მსოფლიო კინოგაქირავებაში 1,2 მილიარდი დოლარი დააგროვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები