პოპულარული ფილმის, „ფორსაჟის“ მერვე ნაწილში მთავარ როლს კლინტ ისტვუდის ვაჟი, სკოტ ისტვუდი შეასრულებს. ამის შესახებ მსახიობმა თავად დაწერა Instagram-ზე: „რთულია სიტყვებით გადმოვცე, როგორ ვნერვიულობ. ამ ფილმების სერია მეტია ვიდრე კინო. ეს მემკვიდრეობაა” – წერს მსახიობი.
შეგახსენებთ, რომ პოლ უოკერი „ფორსაჟის“ მეშვიდე ნაწილის გადაღებების დროს გარდაიცვალა და მთავარი გმირი ამჯერად სწორედ სკოტ ისტვუდი გახდება.
ცნობილია, რომ ისტვუდი კურტ რასელის გმირის მოსწავლეს განასახიერებს. აქვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა „ფორსაჟის“ მერვე ნაწილში შარლიზ ტერონიც ვიხილოთ.