„მთავრობაში იყვნენ და სიმღერას გვიკრძალავდნენ (სხვა უბედურებებზე, რომ არაფერი ვთქვათ) ოპოზიციაში არიან და მაინც გვიკრძალავენ!!! საკვირველია პირდაპირ”,– ამის შესახებ ნათქვამია ჯგუფ „ფორტეს” განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
აჩიკო ნიჟარაძე: „ცოტა ხნის წინ ჩავერთე რეგიონებში მიმდინარე საახალწლო კონცერტებში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა ძალა და მნიშვნელობა აქვს ჩვენს პროფესიას – ბედნიერი ვარ, რომ იმ საქმეს ვემსახურები რომელსაც ნამდვილად შეუძლია ხალხის გაერთიანება“
„გისურვებთ რომ მომავალი 2025 წელი ბედნიერების, სიხარულის, ერთიანობის, წარმატების მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისათვის. “
„ფილმ ,,დაკარგულ სამოთხე”-ში არის ასეთი მომენტი — ლაზარია ამბობს თავის თვითმარქვია და მატყუარა ბატონზე,, უწმინდური იყო და მატყუებდა, წმინდანი გახდა და მაინც მატყუებსო”. ცოტა რომ გადავათამაშოთ: მთავრობაში იყვნენ და სიმღერას გვიკრძალავდნენ (სხვა უბედურებებზე, რომ არაფერი ვთქვათ )ოპოზიციაში არიან და მაინც გვიკრძალავენ!!! საკვირველია პირდაპირ…… P.S. ისე მავანის გასაგონად, იმ ავად სახსენებელ წლებში, ბულინგი რომ ბულინგობდა და სიცოცხლისთვის საშიში იყო საკუთარი აზრის დაფიქსირება, მაშინ ვერ შეგვაშინეს და ახლა ვადაგასული მაშხალის გასროლის ეფექტი აქვს მათ ბულინგს ჩვენთვის…”- წერს „ფორტე”.