LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოცქსელებს წიხლები არ აქვს, თორემ მასაც გამოიყენებდნენ.. რას ეუბნებით შვილებს ან მშობლებს ამ ლანძღვა-გინებით, დაფიქრებულხართ? რა შეიძლება დაემართოს სოცძალადობის მსხვერპლს გიფიქრიათ?” – გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ ბოლო პერიოდში საშიშ სახეს იღებს ონლაინ სამყაროში გავრცელებული ძალადობა.

“ძალიან საშიშ სახეს იღებს ინტერნეტძალადობა, უფრო კონკრეტულად, სოციალური ქსელებით ძალადობა, სოცძალადობა.

მოძალადეების მთავარი მოტივი განსხვავებული, უფრო სწორად, მათთვის მიუღებელი აზრია.

ამ დროს მოძალადეთა დიდი ნაწილი დემოკრატიაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, ლიბერალიზმზე, შემწყნარებლობაზე, თანასწორობაზე, ქართველობაზე, ქრისტეზე, ევროპაზე ლაპარაკობს.

სოცძალადობის გავრცელებული ფორმაა ვინმეს ამოჩემება და მისი ლანძღვა, ზოგჯერ უშვერადაც სტატუსშიც, კომენტარებშიც.

ვინმე რომელიმე პირზე მისაქსევ ტექსტს წერს და მერე ყველა მასზე ორკესტრირებულ შედგომას იწყებს.

სოცქსელებს წიხლები არ აქვს, თორემ მასაც გამოიყენებდნენ.

ეს ზღვარგადასულობა და ამაზრზენი საქციელია.

ეს არც ღირსებას სძენს დამმუნათებელს, არც სწორი მოქცევაა.

პირიქით, ამით ხალისდება ძალადობა და ნორმად მკვიდრდება.

რას ეუბნებით თქვენს შვილებს ან მშობლებს ამ ლანძღვა-გინებით, ამაზე მაინც დაფიქრებულხართ?

რა შეიძლება დაემართოს სოცძალადობის მსხვერპლს, ან ამაზე თუ გიფიქრიათ?”,- წერს გოგა ჩანადირი.