LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილში, ბაზრობაზე მაღაზია დააყაჩაღეს: წაღებულია 15 ათას ლარამდე

ვარკეთილში, ე.წ. სვანების ბაზრობაზე, ერთ-ერთი საბითუმო მაღაზია დააყაჩაღეს.

ინფორმაცია “ფორტუნას” შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ობიექტში ორი უცნობი პირი შეიჭრა და მოლარეს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია 15 ათას ლარამდე თანხა. ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმე 179 მუხლით მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.