LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ამის შესახებ  მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ამავე ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1 684 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 315-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.