კომპანია „მაგთიკომი“ აბონენტთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დღეს დილიდან მოქმედებს თაღლითური სქემა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ფიქსირდება გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან, ძირითადად ეთიოპიიდან, რომელთა საწყისი კოდია 002519.
“მაგთიკომი” აბონენტებს მოუწოდებს, არ დარეკონ მითითებულ ნომრებზე, რადგან გადარეკვის შემთხვევაში, ანგარიშიდან თანხა ჩამოიჭრება.
„ნუ დარეკავთ მითითებულ ნომრებზე, ეს თაღლითობის მცდელობაა, ნომერი საერთაშორისო მიმართულებისაა და გადარეკვის შემთხვევაში ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხა. ნომრები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.