LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ამავე გვერდზე გავრცელებული მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო ინფორმაციით ქვეყანაში კორონავირუსის 1 429 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი. განკურნებულთა რაოდენობა 1 1150-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.