LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი დაინფიცირდა, 20 გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24  საათის განმავლობაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამავე გვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1 385 შემთხვევაა დადასტურებული.

20-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, განკურნებულთა რაოდენობა ამჟამად 1 128-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 903 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.