LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა” – პაატა იმნაძე ახალ შემთხვევებზე

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევებიდან 5-ის პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება, მიუხედავად იმისა, რომ მოკვლეულია ყველა მათი სავარაუდო კონტაქტი. აღნიშნული ფაქტის შეფასებისას, დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ეს შეიძლება იყოს ვირუსის მეორე, უფრო მცირე ტალღა. პაატა იმნაძის ვარაუდით, ეპიდემიოლოგები 5-დან ერთის წყაროზე გასვლა შესაძლებელია, ხოლო დანარჩენი 4-ის ეპიდისტორიის დადგენა კითხვის ნიშნის ქვეშაა. იმნაძემ ამის შესახებ “ფორმულასთან” ისაუბრა.

“5 ახალი შემთხვევიდან, რომელიც თბილისში დადგინდა, ოთხის წყარო ჯერჯერობით ვერ დგინდება. კვლევა მიმდინარეობს. უამრავი კონტაქტი უკვე გამოკვლეულია და ზოგი კარანტინში ან თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ერთ შემთხვევაში ალბათ გავალთ მეტ-ნაკლებად წყაროზე, მაგრამ 4 შემთხვევაში დიდი კითხვის ნიშნებია. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა, მცირე მეორე ტალღა, რომელსაც იმედი გვაქვს, რომ სწრაფად გავაჩერებთ”, – განაცხადა იმნაძემ.