LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცალკეულ რეგიონებში წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ და ზეგ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +21-დან +26 გრადუსამდეა ნავარაუდევი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 19 მაისის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს და 20-21 მაისს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს +30-დან  +35 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება თბილისს, სინოპტიკოსები დედაქალაქში, მომდევნო დღეებში, უნალექო ამინდს ვარაუდობენ. 18 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან და 19 მაისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 18-20 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 21 მაისს +32 გრადუსამდე მოიმატებს.