LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 66.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2021 წელი 19 მილიონ ლარიანი მოგებით დაასრულა. უწყების ცნობით, 2021 წელს შემოსავლებმა 66.8 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი – 19 მილიონი ლარი შეადგინა.

„კომპანიის ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და აუდირებულია საერთაშორისო კომპანია PricewaterhouseCoopers (PWC)-ის მიერ.

2021 წლიდან შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, დაიწყო საერთაშორისო რეისების ეტაპობრივი აღდგენა. 2021 წლის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით რეისების რაოდენობა აღდგა 62%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი 48%-ით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.