LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება

დონალდ ტრამპის განცხადებით, რომის პაპის დაკრძალვას დაესწრება.

„მე და მელანია რომში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე მივემგზავრებით. იქ ყოფნას მოუთმენლად ველით!“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანის განცხადებით, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.

რომის პაპ ფრანცისკეს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.