LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორონტოს აეროპორტში თვითმფრინავი დაშვებისას ამოტრიალდა – არიან დაშავებულები

ტორონტოს აეროპორტში თვითმფრინავი დაშვებისას ამოტრიალდა, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, Delta Air Lines-ის თვითმფრინავი ტორონტოს პირსონის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას ამოტრიალდა.

კანადური მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაშავდა.

თვითმფრინავი ტორონტოში აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისიდან მიფრინავდა.