LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხევსური ქალი, სატრფოსთვის სიყვარულის ნიშნად, ნაწნავს იჭრიდა და მის ტანისამოსს აკერებდა” – ხევსურეთში მცხოვრები გოგონა, მარგალიტა დაიაური

„მთაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თმას. ძველ დროში რაც უფრო ბევრ ნაწნავს გაიკეთებდნენ, უკეთესი იყო, თან ისე იკეთებდნენ, რომ შუბლთან ჯვრის ფორმა მიეღოთ“, – ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანს ხევსურეთში მცხოვრებმა გოგონამ, მარგალიტა დაიაურმა უამბო.

მარგალიტა ძველ ხევსურულ ტრადიციებზე ბევრ  საინტერესო ამბავს იხსენებს.

„მერე შეცვალეს წესი და ქერა და თეთრი გოგონები უფრო მოსწონდათ, ასეთი ტენდენცია დამკვიდრდა ხევსურეთში და დაიწყეს თმის გაღიავება. ნაცარს ხსნიდნენ წყალში და იმით იბანდნენ თავს. ძაფებს ადგილობრივი მცენარეებისგან ღებავდნენ და ფერად სამოსს კერავდნენ. როდესაც ქალი მამაკაცს სამოსს უკერავდა, პატარა ნაწნავს იჭრიდა და ტანსაცმელზე აკერებდა სიყვარულის სიმბოლოდ. როდესაც ქალს მეუღლე გარდაეცვლებოდა, ნაწნავს იჭრიდა და  საფლავში ატანდა. ესეც ერთგულებისა და სიყვარულის ნიშანი იყო და ამით ამბობდა, რომ გარდაცვლილ მეუღლეს ცხოვრების ბოლომდე უერთგულებდა“. – ამბობს მარგალიტა დაიაური.

მიცუ (მუცო) ერთადერთი სოფელია ხევსურეთში, რომელიც მტერს არასდროს დაუპყრია – რას ჰყვება მუცოში მცხოვრები ერთადერთი ოჯახის წევრი