„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ ხევსურეთს სტუმრობდა.
ნანუკას მეგზურობა მუცოში მცხოვრებმა ერთადერთი ოჯახის წევრმა, ნუგზარ დაიაურმა გაუწია.
“ხევსურეთი უბატონო ქვეყანაა, ბატონები აქ მხოლოდ მთებია, სხვა ბატონებს აქ ვერ იტანენ.
საქართველოში ორი კუთხეა – ხევსურეთი და ქიზიყი, სადაც ბატონი არ გვყოლია. სოფელ მუცოს, სინამდვილეში მიცუ ჰქვია. რუსები რომ შემოვიდნენ მე-17-ე საუკუნეში სახელი შეგვიცვალეს.
მიცუ არის ერთადერთი სოფელი მთელს ხევსურეთში, რომელიც მტერს არ დაუპყრია.
დაპყრობის შემდეგ ხარკს ახდევინებდნენ ხოლმე და მიცუს არასდროს გადაუხდია“. – ამბობს მიცუს მცხოვრები.
- ხევსურული წესებით ქალმა არ შეიძლება, მამაკაცის წინ იაროს. მტერი რომ შემოსულიყო, ვერავინ დაიცავდა.
- მანდილოსნის თანდასწრებით მამაკაცი იარაღს არასდროს ამოიღებდა.
- მანდილოსნისთვის ხელი რომ წაევლო უბრალოდ, საკუთარი ძმა კლავდა.