არ შეიძლება წნეხის ქვეშ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ და ასევე ისინი ვინც, არ გაიკეთებენ – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანი თავის გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელი და თავისუფალი უნდა იყოს.
”ჩემი პოზიცია ასეთია, რომ წნეხის ქვეშ ნუ მოვაქცევთ ნურც იმას ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს და ნურც იმას ვინც არ გაიკეთებს. ვინც უნდა გაიკეთოს, ვინც არ უნდა ნუ გაიკეთებს”. – აღნიშნა, მან.
სასულიერო პირმა ”ღამის მთავარში” სტუმრობისას აღნიშნა, რომ ცოდვად არც ერთ გადაწყვეტილებას არ ჩაუთვლის ადამიანს და საკუთარ პოზიციას სინოდის სხდომაზეც დააფიქსირებს:
”არც ერთს არ ჩავუთვლი დიდ ცოდვაში. ჩემი პოზიცია ასეთია. ამას ვიტყვი სინოდზეც იმიტომ რომ ეს სამედიცინო სფეროა და არა საღვთისმეტყველო”. – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.