”მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ნულოვან ბარიერზე საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის ”ქართული ოცნების” შეთავაზება საყურადღებო და საინტერესო უნდა იყოს.
”თუ ეს საკითხი სხდომაზე გამოვა, ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დაბალი ბარიერი იყოს. მაგალითად, ნულოვანი ან ბუნებრივი ბარიერი. დანარჩენ ოპოზიციას, თუ გულწრფელად უნდა, რომ ბარიერი მართლა დაბალი იყოს, ამ იდეას მხარი უნდა დაუჭირონ”. – აღნიშნა, მან.
შეგახსენებთ, რომ მამუკა მდინარაძემ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მყარი არგუმენტაცია სჭირდება, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.
