მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 15 მილიონს გადააჭარბა და 15 099 824-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდ worldometers-ზე ქვეყნდება.
გლობალური მონაცემებით ვირუსი სულ 9 116 655-მა ადამიანმა დაამარცხა.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, მსოფლიოში ინფიცირების 619 614 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

ამ ეტაპზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ კლინიკებში სულ 5 363 555 ადამიანი მკურნალობს, აქედან 5,299,918 მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 63,637 პაციენტი კრიტიკულად მძიმედაა.
შეგახსენებთ საქართველოში, ბოლო 24 საათი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 24-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა.
