LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გარდაცვლილია 70 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელსაც თირკმლის უკმარისობა ჰქონდა.

გარდაცვლილი ჯერ ინგოროყვას, ბოლოს კი მცხეთის კლინიკაში მკურნალობდა.

მთლიანობაში კორონავირუსმა საქართველოში 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ცნობისთვის, მე-16 პაციენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე ჯერ არ ასახულა.