LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ზღვაში 15 წლის ბიჭს ეძებენ

ბათუმში 15 წლის მოზარდს მაშველები დილიდან ეძებენ.

როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, არასრულწლოვნის დაკარგვასთან დაკავშირებით უწყებაში შეტყობინება დილი 7 საათზე შევიდა.

ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები: სამძებრო სამუშაოებს ორი სკუტერი, ორი ნავი და სამი მყვინთავი.

მიმდინარეობს წყლის ფსკერის დათვალიერებაც. პერიმეტრის კონტროლი დრონითაც ხორციელდება.