LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლის გადასარჩენად ზღვაში დაღუპულ ავთანდილ ცხვედიანს ქობულეთში ძეგლს დაუდგამენ

კაცი, რომელიც შტორმის დროს ზღვაში ძაღლების გადასარჩენად შევიდა და დაიღუპა ქობულეთში ძეგლს დაუდგამენ – ამის შესახებ ინფორმაციას “tv25” ავრცელებს.

ძაღლის გადასარჩენად ზღვაში დაღუპული ავთანდილ ცხვედიანის მემორიალის გახსნითვის ხელმოწერები გროვდება

მან ერთი ძაღ­ლის გა­დარ­ჩე­ნა მო­ას­წრო, მე­ო­რეს­თან ერ­თად კი და­ი­ღუ­პა.

სოციალურ ქსელში პეტიცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. პეტიციის ავტორები ითხოვენ, რომ 5 აგვისტოს, ქობულეთში ძაღლის გადასარჩენის დროს დაღუპულ 51 წლის მამაკაცს მემორიალი დაუდგან.

სოციალურ ქსელში წამოწყებულ კამპანიას მუნიციპალიტეტის მერია მხარს უჭერს. როგორც ქობულეთის მერიაში განაცხადეს, ინიციატივა აუცილებლად განხორციელდება და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

მე რომ ქალაქის მერი ვიყო, იმ მამაკაცს, ვინც ძაღლის გადარჩენას საკუთარი სიცოცხლე შესწირა ძეგლს დავუდგამდი - თამარ ივერი

"ასეთი პრეცედენტი საქართველოში ჯერ არ მომხდარა და მსგავსი მონუმენტი ხელს შეუწყობდა მომავალ თაობაში ადამიანის ცხოველისადმი სიყვარულის ამაღლებას"

“მიგვაჩნია, რომ ძალიან კარგი ინიციატივაა. მივესალმებით აღნიშნულ წამოწყებას. მხარდაჭერას ვუცხადებთ სხვადასხვა ასპექტში და არამხოლოდ მივესალმებით, არამედ მზად ვართ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით ამ იდეის/სურვილის განხორციელებას. უკვე დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა და ვცდილობთ კომუნიკაცია დავამყაროთ უშუალოდ, როგორც პეტიციის ინიციატორთან,  ასევე ძეგლის/მემორიალის მოქანდაკესთან.  ჩვენი სურვილია აღნიშნული იდეა მივიყვანოთ ბოლომდე. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასეთი ჰუმანური შემთხვევები არ რჩება დაუფასებელი”, – აცხადებენ ქობულეთის მერიაში.

უბედური შემთხვევა ქობულეთში 5 აგვისტოს მოხდა.  51 წლის ავთანდილ ცხვედიანი  ძაღლების გადასარჩენად შტორმის დროს ზღვაში შევიდა. მან ერთი ძაღლის გადარჩენა მოახერხა, მეორესთან ერთად კი დაიღუპა.