LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაცვლიშვილი პაპუაშვილს: „აბა რა, შალვა, ურემი რომ გადაბრუნდება, მერე უნდა დაველოდოთ „სულ რაღაც სამ საათში“ თქვენს გაღვიძებას“

პარტია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას, რომელიც შალვა პაპუაშვილმა რიკოთის აუდიტთან დაკავშირებით, „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.

პაპუაშვილი „ლელოს“ წევრების განცხადებაზე – „აი, ეს არის, რატომაც ვერასდროს ასცდებიან ეს პარტიები 2-3-5 %-ს, ვერ ხვდებიან დროს, მომენტს, თემას, რომელზეც უნდა ისაუბრონ“ 

„ლელო“ ვითხოვთ რიკოთის საერთაშორისო აუდიტს!

ესაა პარლამენტის სპიკერის პოზიცია.

აბა რა, შალვა, ურემი რომ გადაბრუნდება, მერე უნდა დაველოდოთ „სულ რაღაც სამ საათში“ თქვენს გაღვიძებას, ხოლო მერე თქვენს შეგონებას – ახლა გლოვის დროა, ახლა კითხვების დრო არ არის. ეს გინდათ?!

სასწრაფოდ რიკოთის საერთაშორისო აუდიტი!“, – წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ლელო ვითხოვთ რიკოთის საერთაშორისო აუდიტს!

ესაა პარლამენტის სპიკერის პოზიცია.

აბა რა, შალვა, ურემი რომ გადაბრუნდება,…

Posted by ანა ნაცვლიშვილი on ხუთშაბათი, 10 აგვისტო, 2023

 

შეგახსენებთ, „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს საერთაშორისო აუდიტი რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით: „შემოწმდეს უსაფრთხოება, მეწყერსაშიში ზონები, ფინანსები და ა.შ“ – წერს მამუკა ხაზარაძე.

ხაზარაძის თქმითვე, „არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაცული იქნება“.

„სასწრაფოდ ჩატარდეს საერთაშორისო აუდიტი რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით! შემოწმდეს უსაფრთხოება, მეწყერსაშიში ზონები, ფინანსები და ა.შ.” – ხაზარაძე