სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ქართველი წყვილის ვიდეო, რომელშიც სპეციალურად შვილის ქორწილისთვის იტალიიდან ჩამოსული ემიგრანტის დედისა და პატარძლის ემოციური შეხვედრაა ასახული.
ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
ემიგრანტი დედის სიურპრიზი პატარძალს ❤️
,,არ იტირო გთხოვ დე, ხომ იცი ამ დროს არ დაგტოვებდი” -ემიგრანტი დედის სიურპრიზი პატარძალს ❤️ #fortunage
ვიდეო: gonerimessi
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ორშაბათი, 24 ივლისი, 2023
როგორ გეგმავდა რუსკა გელაძე სიურპრიზს და როგორ იხსენებს თამუნა ლორთქიფანიძე დედასთან შეხვედრის წუთებს – დედა-შვილმა ემოციები „ფორტუნას“ გაუზიარა.
თამუნა ლორთქიფანიძე [შვილი] – დედა ექვსი წელია, რაც იტალიაში ემიგრაციაშია. საქართველოში მცირე ხნით იყო ჩამოსული და ერთი თვის წინ კვლავ იტალიაში დაბრუნდა. ქორწილი დედას წასვლის შემდეგ, უცებ დავგეგმეთ.
ვერ აღვწერ, რა ემოცია იყო. ბედნიერი ვიყავი, მიხაროდა, არ ველოდი. რაღაც ეჭვები კი მქონდა, მაგრამ დანამდვილებით არ ვიცოდი. მწერდა: „ვერ ჩამოვდივარ, არ გეწყინოსო“.
სიურპრიზის შესახებ არავინ იცოდა, დედას ჩამოსვლის შესახებ მამამაც ქორწილის დღეს გაიგო. დედა იტალიაში დღეს ბრუნდება“, – ამბობს „ფორტუნასთან“ თამუნა ლორთქიფანიძე.
რუსკა გელაძე [დედა] – რა თქმა უნდა, საქართველოში ჩამოსვლა რთული იყო, ემიგრანტებისთვის ყოველთვის რთულია ასე უცებ წახვიდე, სამსახურის ვალდებულებაც არის – ზოგი ოჯახი არ გვიშვებს.
ძალიან რთული იყო და ამ სიურპრიზისთვის ერთი სამსახური დავტოვე, მუშაობა ერთი თვის დაწყებული მქონდა, არ მიშვებდნენ და ვუთხარი: საბოლოოდ მივდივარ, იმიტომ რომ შვილს ვერ მივატოვებ და 5 დღით მაინც უნდა წავიდე-მეთქი… ეს დღე ძალიან ემოციური იყო.
იტალიაში დღეს ვბრუნდები, ახალ ადგილას ვიწყებ მუშაობას. თითქმის შვიდი წელია, რაც ემიგრანტი ვარ. ჩამოსვლას ვახერხებ ხოლმე, თუმცა რადგან იტალიაში ახალი დაბრუნებული ვიყავი, იმედი არ მქონდა, რომ საქართველოში ჩამოსვლას შევძლებდი.. ალბათ, უფალიც დაგვეხმარა და მოვახერხე, რომ ჩემი დანახვით თამუნა გაბედნიერებულიყო“