LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგროვებითი პენსიით საქართველოში 2,969 პირმა ისარგებლა – რა მოცულობის თანხაა საპენსიო სააგენტოში

2023 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.97 მილიარდი ლარია. ინფორმაციას საპენსიო სააგენტოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„წმინდა ამონაგები 438 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 361 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2,969 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 7,546,950.01 ლარს შეადგენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საპენსიო სააგენტომ „ნიკორას“ მიერ განთავსებულ 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3 წლიან ობლიგაციებში ინვესტიცია ჩადო. ემისიაში 10%-იანი ინვესტიცია საპენსიო სააგენტოს მიერ შეძენილი პირველი ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში ნომინალური ღირებულების 100%-ით განთავსდა, რაც “ნიკორას” საშუალებას აძლევს, სავალუტო რისკებს თავი აარიდოს.