მედროშე ქალი, რომელმაც 7 მარტს აქციაზე, ევროკავშირის დროშით ხელში წყლის ჭავლს წინააღმდეგობა მედგრად გაუწია, საზოგადოებამ უკვე გაიცნო.
ის 47 წლის ნანა მალაშხიაა, რომელიც აქციაზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ყურადღება ასევე მიიქცია ბიჭმა, რომელიც ნანას ზურგს უმაგრებდა.
„რადიო თავისუფლებამ“ წითელქუდიან ბიჭთან ინტერვიუ ჩაწერა.
ეს ბიჭი ლევან ქამუშაძეა, 33 წლის მეღვინე.
როგორც ლევანმა „რადიო თავისუფლებასთან“ აღნიშნა, ნანას პოზიცია იმდენად სწორი იყო, მყისიერად გადაწყვიტა მისთვის ზურგი გაემაგრებინა.
„ჩემთვის ისეთი მართალი იყო ეს ქალი, მაშინვე მივხვდი, რომ მისკენ უნდა წავსულიყავი, ხელი შემეწყო, გვერდში დავდგომოდი…
ჩემი სულის გამოძახილი იყო და არ მინდოდა, რომ გაჩერებულიყო, პირიქით მინდოდა, რომ გამემაგრებინა და დავხმარებოდი…“ – აღნიშნა ლევან ქამუშაძემ.
