„ჩვენ არ ვიცით, რას გააკეთებს სასამართლო. ეს იმ „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელსაც ჩექმის ქვეშ ჰყავდა სასამართლო ხელისუფლება, ვიცი, რომ რასაკვირველია, დაუჯერებელია, მაგრამ ჩვენ, ხელისუფლებამ, მათ შორის მე, არ ვიცით, რას იზამს სასამართლო,“ – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სააკაშვილის ვითომ გულშემატკივრები მისი ჯანმრთელობით, სიცოცხლითა და ბედით თამაშობენ.
თუ მოხდა ისე, რომ სასამართლო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, არ მიიჩნია საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ სასჯელის აღსრულება გადავადდეს და „ნაციონალური მოძრაობა“ მორიგჯერ შეეცდება ტურბულენტობის ორგანიზებას ჩვენს ქვეყანაში, იქნება ეს 29-სი, 30-ში თუ ასე შემდეგ, რა მნიშვნელობა აქვს ამას, რასაკვირველია, ეს ვერ იქნება ვერანაირი შედეგის მომტანი. ეს იქნება მორიგჯერ საკუთარი, ვითომ, გულშემატკივრების მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით, სიცოცხლითა და ბედით თამაში, რადგან მათ ჰგონიათ, რაკი სხვა რესურსი აღარავითარი აქვთ, უნდა ითამაშონ სააკაშვილით, რათა რაიმე გამოვიდეს. მე კიდევ იმედს ვიტოვებ, რომ მოვა ის დღე, როდესაც სააკაშვილი გაბრაზდება და თავად დაუსვამს ამ აღვირახსნილობას ციხიდან წერტილს და ეს ხელმოცარული პოლიტიკოსები არ იქნებიან დაკავებული მისი ბედის თამაშით. დაკავდებიან პარტიის რეორგანიზაციით, აწყობით და ასე შემდეგ“, – განაცხადა წულუკიანმა.
