LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი კომისიის მიერ ბრალდებულთა გამოკითხვა საკანში ჩაიშალა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულების, ზაქარია ფირცხალაძისა და გიორგი შაბურიშვილის გამოსაკითხად შევიდა. თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ გამოკითხვა ჩაიშალა.

ბრალდებულებმა დუმილის უფლება გამოიყენეს და კომისიასთან არ ითანამშრომლეს. ეს გადაწყვეტილება მათ, იმით ახსნეს, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს მათი სასამართლო პროცესები და შესაძლოა, მათ მიერ გაცემული ინფორმაცია მათივე წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული.

როგორც ციხეში შესვლამდე კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ თქვა, ბრალდებულებმა ერთ-ერთი არასრულწლოვანი მსჯავრდებული გადამალეს და კომისიის შეკითხვები სწორედ ამაზე იყო. დანაშაულის დაფარვისთვის ასევე პატიმრობაშია ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამა, თენგიზ კალანდია.

საგამოძიებო კომისიის მუშაობა მოწმეების გამოკითხვების და განმარტებების მიღების ნაწილში დღევანდელი გამოკითხვებით დასრულდება. ამის შემდეგ კი კომისია უკვე დასკვნას და სარეკომენდაციო ნაწილს მოამზადებს.

საგამოძიებო კომისიის მუშაობა ფინალურ ეტაპზეა. კომისიას გამოკითხული ჰყავს 70-ზე მეტი პირი. დასკვნა, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით