LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას პარტია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე გამოძების დაწყებას მოითხოვს

სკანდალური ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, ირაკლი კობახიძის მტკიცებით გიორგი გახარია სავარაუდოდ ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგებაში იყო სახელმწიფოს დამხობასთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერის პარტია “საქართველოსთვის” გამოძების დაწყებას მოითხოვს.

პარტიის ერთ-ერთი წევრი შალვა ქემოკლიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას მიერ პარტიის დაფუძნების შემდეგ პოლიტიკურ სპექტრში ნერვიულობის გამოწვევა მოსალოდნელი იყო, თუმცა მასშტაბებმა და ფორმებმა მოლოდინს გადააჭარბა.

“გიორგი გახარიას მიერ პარტიის დაფუძნება, რომ ნერვიულობას გამოიწვევდა პოლიტიკური სპექტრის ორივე ფლანგზე, რა თქმა უნდა, ველოდით, თუმცა მასშტაბებმა და ფორმებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა”

“მოვითხოვთ მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის გუშინდელ კომენტარებზე გამოძიება დაიწყოს დაუყოვნებლივ.”

“ღიმილის მომგვრელია, რომ მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა 4 თვის განმავლობაში ამბობდა რომ დაელოდებოდა ჩვენს ნაბიჯებს და მხოლოდ ამის საფუძველზე გააკეთებდა შეფასებას, როგორც აღმოჩნდა მას შემდეგ რაც ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯების შედეგად მათი ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე დაინახეს, დაიწყეს ამ ისტორიების გამოგონება, რომლის გაგრძელება უკვე დაგვიანონსეს,” – განაცხადა შალვა ქემოკლიძემ,