LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში დაჭრილი 31 წლის სამხედრო ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

ქუთაისში დაჭრილი სამხედრო რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და ექიმების თქმით დადებითი დინამიკა შეინიშნება.

მედიკოსების თქმით, იმისათვის რომ პაციენტმა სიარული შეძლოს, მას რამდენიმე ოპერაცია დასჭირდება

დიმიტრი ბუცხრიკიძე მესამე ქვეითი ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. დაჭრილის ოჯახი დამნაშავის დასჯას მოითხოვს.

საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული. ამ დრომდე დაკავებული არავინაა.