LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოში საჯარო სკოლა დაიწვა

ხულოში, სოფელ კალოთას საჯარო სკოლა სრულად დაიწვა.  ხანძრის მიზეზი წინასწარი ინფორმაციით, გაუმართავი ელექტროსადენები გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს,  ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, არსებობდა მეზობელ სახლებზე გადასვლის საშიშროებაც, თუმცა მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.

ადგილზე გვიან ღამით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განათლების მინისტრთან ერთად მივიდა. მათი თქმით მოსწავლეებისთვის ალტერნატიული დროებითი სივრცე იქნება გამოყოფილი, რათა სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშალოს. სოფელ კალოთას სკოლაში სულ 14 მოსწავლე სწავლობს.