LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთის ორ სოფელში ცოფის შემთხვევები გამოვლინდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები სოფელ ჯიხანჯურის გარდა კიდევ ორ სოფელში გამოვლინდა.

დასახლებებში, სადაც ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა ასევე კარანტინი გამოცხადდა – იკრძალება შინაური ცხოველის გასეირნება და საძოვარზე გაყვანა, ასევე რძის ნაწარმის სარეალიზაციოდ გატანა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს, აჭარის რეგიონული სამმართველოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, უფროსი ინსპექტორი ნატო ქარდავას თქმით, ცოფის შემთხვევა სოფელ წყავ-როკასა და ცხრა-ფონაში ლაბორატორიულად დადასტურდა.

“დადასტურდა, რომ იყო მაწანწალა ძაღლი, ავიღეთ პათმასალა, გაგზავნილი იქნა სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში ცოფზე სადიაგნოსტიკოდ. ლაბორატორიიდან მოვიდა შეტყობინება, რომ დადასტურებული არის ცოფის შემთხვევა,” – აცხადებს ნატო ქარდავა.