კორონავირუსის შემთხვევების გაზრდის შემდეგ, იტალიის ხელისუფლებამ, სახელგანთქმული ოპერის “ლა სკალას” დროებით დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
გამოცემა CNN-ის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მხოლოდ ერთ დღეში 50 პროცენტით გაიზარდა.
„კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა 8 მარტამდე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველა ღონისძიებისა და შეხვედრის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ბრძანების თანახმად, „ლა სკალაში“ დაგეგმილი ღონისძიებები 8 მარტამდე აღარ ჩატარდება“, – ნათქვამია ოპერის თეატრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
იტალიაში კორონავირუსის 1 694 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი – 34-ია.