ჩეხეთში კორონავირუსის პირველი სამი შემთხვევა დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, სამივე დაინფიცირებული იტალიაში მოგზაურობდა.
ინფორმაციას გამოცემა “როიტერსი” ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
“პაციენტებს – ორ ჩეხ და ამერიკელ სტუდენტს, რომლებიც მილანში სწავლობდნენ – გამოხატული აქვთ მსუბუქი სიმპტომები. ორი იმყოფებოდა პრაღაში, ხოლო მესამე – დედაქალაქის ჩრდილოეთით 90 კილომეტრში”, – ნათქვამია ჯანდაცვის უწყების ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, ისინი ყველას მოუწოდებენ, სერიოზულად მიუდგნენ მოგზაურობის საკითხებს.