LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს რა ჯანდაბა იყო?!” – ტრამპი ოსკაროსანი “პარაზიტით” უკმაყოფილოა

როგორც ჩანს პრეზიდენტი ტრამპი “ოსკარების” დაჯილდოებით უკმაყოფილოა. მიზეზი კი ძალიან მარტივია – ფილმი, რომელიც წლის ფილმად დასახელდა, სამხრეთ კორეულია.

“რა საშინელება იყო აკადემიის დაჯილდოებები წელს, ნახეთ?! გამარჯვებული… სამხრეთ კორეული ფილმია!” – განაცხადა დონალდ ტრამპმა კოლორადოს რალიზე.

“ეს რა ჯანდაბა იყო, სამხრეთ კორეასთან ვაჭრობაში პრობლემები თავსაყრელად გვაქვს და ამას ზემოდან ჯილდოდ ოსკარი დაუმატეს?

“პარაზიტი” პირველი უცხოენოვანი ფილმია, რომელმაც კინჯოაკადემიის დაჯილდოებაში საუკეთესო ფილმის ტიტული მოიგო. ამის გარდა ფილმის რეჟისურაც და ორიგინალური სცენარიც “ოსკარით” დაჯილდოვდა.