LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო მეგობრები ეთანხმებიან საქართველოს პრეზიდენტს, მეტს ვნახავთ უახლოეს მომავალში: ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ შეხვედრას და მის გამოსვლას.

„საქართველოს საერთაშორისო მეგობრები ეთანხმებიან საქართველოს პრეზიდენტს, მეტს ვნახავთ უახლოეს მომავალში“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერში“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში გუშინ უმასპინძლა.