LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად სამყაროში: ერთსქესიანი მუსლიმები დაქორწინდნენ

დიდ ბრიტანეთში პირველი ერთსქესიანი მუსულმანი წყვილი დაქორწინდა. გამოცემა „The Daily Telegraph”-ის ცნობით, ცერემონია უესტ-მიდლენდსის საგრაფოში გაიმართა და მისი მთავარი გმირები 24 წლის ჯაჰედ ჩაუდური და 19 წლის შონ როგენი იყვნენ. წყვილი ქორწილში ტრადიციული ბანგლადეშური სამოსით მივიდა და როგორც ჩაუდურმა განაცხადა, მათ სურდათ მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ გეები ისლამის აღმსარებლებს შორისაც არიან. აღსანიშნავია, რომ ჯაჰედს თავისი ორიენტაციის გამო ყოველთვის დევნიდნენ და ერთი პერიოდი ის სპეციალურ მედიკამენტებსაც კი იღებდა. თუმცა, შემდეგ საკუთარი თავი ისეთი მიიღო როგორიც არის და დღეს თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.