„მედ გიდმა“ დამანახა თუ რამხელა ტრაგედიისა და გაჭირვების წინაშე დგანან ადამიანები. გამიჩნდა პროტესტის გრძნობა, ამ პერიოდში გავიცანი ნიკა მელია, მე დავინახე, როგორ სტკივა ნიკას თითოეული მოქალაქის პრობლემა
სანამ კანონი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება ყველასათვის ერთიანი, სანამ კანონის პატივისცემას არ ვისწავლით, ვიტრიალებთ ამ მანკიერ წრეში. მე მინდა დაისაჯოს ყველა მოძალადე, ყველა დამკვეთი, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის