„ქვეყნიდან არასდროს მდომებია წასვლა. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვაფასებ ჩვენს ქვეყანას და გული მწყდება, რომ ასეთი მდგომარეობაა. ჩვენ საკუთარს არ ვუვლით და არ ვიყენებთ მის რესურსებს“
ჩემი ყველაზე დადებითი მხარე არის ჩემი პოზიტიურობა და უნარი, ადამიანებს პოზიტივი გავუზიარო და რაც მაწუხებს, ჩემი დარდი და პრობლემები ჩემთვის შევინახო. ვფიქრობ, რომ უძლიერესი ქალი ვარ, არასდროს დავიჩაგრავ თავს, ყველა სიტუაციიდან ვიპოვი გამოსავალს და არავიზე ვიქნები დამოკიდებული