LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბატკუაშვილი

100
giga-batkuashvili

სახელი, გვარი, ზედმეტსახელი …

გიგა ბატკუაშვილი

აღწერე შენი პირველი ეთერი „ფორტუნა პლუსში“ სამი სიტყვით…

ნერვიულობა, ბედნიერება და სიხარული.

რის გამო მოგწონს ყველაზე მეტად რადიოში მუშაობა?

ბავშობიდან ვიცოდი, რომ რადიოში უნდა მემუშავა, იმდენად ჩემია და მიყვარს. ეთერში შესვლისას აბსოლუტურად სხვა სამყაროში გადავდივარ, რაც ძალიან მომწონს. ვარ მელომანი და მსიამოვნებს, როდესაც მსმენელს ვუქმნი კარგ განწყობას.

ამოჩემებული უცხოური სიმღერა…

muse unintended  – სიმღერა რომელიც არასოდეს მწყინდება

რომელიმე ფილმზე თუ გიტირია?

თითქმის ყველა რომანტიკულ ფილმზე მეტირება, ალბათ ასაკმა იცის…

სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ რადიოეთერში…

ბუნებრივია…

რომელია შენი საუკეთესო თვისება?

არ ვარ ბოღმა და ცუდს ყოველთვის და მალევე  ვივიწყებ.

რომელ მავნე ჩვევას ვერ დაემშვიდობე?

თითზე ბეჭდის ტრიალს…  თორე მავნე ჩვევა ბევრი მაქვს…

ოქროს თევზს რა სამ სურვილს აასრულებინებდი?

დიდხანს სიცოცხლეს,  დიდ ოჯახს და არასოდეს გულის ტკენას…

სად იმოგზაურებდი სიამოვნებით?

კოლუმბიაში, სადაც ვნახავდი დიდი სიამოვნებით ხუთი ფერის მდინარეს და კრისტალების კანიონს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები