LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,1899“ – „ნეტფლიქსის“ ახალი საიდუმლოებებით მოცული სერიალის პირველი თრეილერი გავრცელდა

279
page

„ნეტფლიქსმა“ სულ ცოტა ხნის წინ ახალი სერიალის, „1899“ პირველი თრეილერი გაავრცელა. მასზე გახმაურებული გერმანულენოვანი სერიალის Dark შემქმნელებმა, იანტიე ფრიზემ და ბარან ბო ოდარიმ იმუშავეს. თრეილერიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ახალი ტელეშოუ საიდუმლოებებით მოცული და საოცრად დამაინტრიგებელი იქნება.

სერიალში მოქმედება მე-19 საუკუნის მიწურულს ხდება. ემიგრანტებით სავსე გემი ინგლისიდან ნიუ-იორკისკენ მიემართება. ბორტზე მყოფი ადამიანები რაღაცას გაურბიან. მგზავრები გზად კიდევ ერთ გემს გადააწყდებიან, რომელიც თვეების განმავლობაში გაუჩინარებული იყო და ყველაფერი სწორედ აქ იწყება.

უკვე ცნობილია, რომ ახალი სერიალის რვა ეპიზოდს გააერთიანებს, მისი პრემიერა შემოდგომაზე შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები