LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

59 წლის გარი ოლდმენმა მეხუთედ იქორწინა

156

როგორც ჩანს, ოთხმა წარუმატებელმა ქორწინებამ გარი ოლდმენს ოჯახურ ცხოვრებაზე აზრი არ შეაცვლევინა. 59 წლის მსახიობმა ამ დღეებში მეხუთედ იქორწინა. მისი რჩეული არტ-კურატორი ჟიზელ შმიდტი გახდა.

შეყვარებულებმა ხმაურიან წვეულებაზე უარი თქვეს და საიდუმლოდ დაოჯახდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ კი ტორონტოს კინოფესტივალზე, ოლდმენის ახალი ფილმის „ბნელი დროების“ პრემიერაზე წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ.

შეგახსენებთ, რომ ოლდმენის პირველი მეუღლე ლესლი მენვილია, რომელსაც ორ წლიანი ქორწინების შემდეგ 1989 წელს დაშორდა, ამის შემდეგ მან უმა ტურმანზე იქორწინა, თუმცა ეს ურთიერთობაც მალე დასრულდა. მომდევნო 4 წელი ოლდმენი ფოტოგრაფ დონიე ფიორენტინოზე იყო დაქორწინებული. ვარსკვლავის მეოთხე ცოლი კი ჯაზ-მომღერალი ალექსანდრა ედენბორო გახდა, რომელსაც 7 წლიანი ურთიერთობის შემდეგ 2015 წელს დაშორდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები