შონ პენი ახლა მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, უკრაინაში იმყოფება. პერიოდულად ინტერნეტსივრცეში ოსკაროსანი მსახიობის უახლესი ფოტოები ვრცელდება. როგორც ცნობილი ხდება, 61 წლის პენმა რუსეთის ფრონტის ხაზთან უკრაინელ მებრძოლებს შეუერთდა და საბრძოლო ეკიპირება ჩაიცვა.
ცნობისთვის, პენი უკრაინაში გუშინ ჩაფრინდა, რათა Vice Studios და Vice World News- სთან ერთად რუსეთის მიერ დაწყებული ომის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღოს და ომის შედეგები აღბეჭდოს. აღსანიშნავია, რომ შონი უკრაინაში გასულ წელსაც იმყოფებოდა.
„რეჟისორი კიევში ჩამოვიდა მოვლენების აღსაბეჭდად, რათა მთელ მსოფლიოს უამბოს სიმართლე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.